კახი კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ - ირაკლი ზარქუა
„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა, დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძე უპირობო გამარჯვებული იქნება. ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციას წინასწარ წაგებულ ომში შესვლის ეშინია.
ის, რომ კახი კალაძე გაიმარჯვებს, ამაში დარწმუნებულები ვართ. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ კონკურენეტებიც და მათ პოზიციას დააკვირდით, აბა? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი არ არის და რაღაც ლიტონი სიტყვები, ეს არის კონკრეტული გაკეთებული საქმეები. დარწმუნებულები ვართ, რომ კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს და ის, რომ დღემდე არც ერთი ოპოზიციური პარტიიდან არავის აქვს კონკრეტული დასტური მიცემული, რომ მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს კიდევ ერთხელ მეტყეველებს იმაზე, რომ მათ ეშინიათ. მათ ეშინიათ წინასწარ წაგებულ ომში შესვლა, - ამბობს ირაკლი ზარქუა.