გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეობრივი სახე წარმოაჩინა - სუს-ი
გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე - ამის შესწახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცახადებაშია ნათქვამი. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ყველა ბერკეტს იყენებს, რათა მკვლეობაში დამნაშავე პირები დაისაჯონ.
გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.