"მოღალატე"- ვინ არის მაღალჩინოსანი, ვინც პრეზიდენტს ჯარის წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა?

26.05.23 13:24
"მოღალატე"- ვინ არის  მაღალჩინოსანი, ვინც პრეზიდენტს ჯარის წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა?

ვინ დაუყვირა პრეზიდენტს? -  სალომე ზურაბიშვილის მწვავე გამოსვლას სამთავრობო ლოჟიდან შეძახილები მოჰყვა. მაშინ როდესაც მთავარსარდალი გიგა ოთხოზორიას და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ბოდიშს უხდიდა, მას  "მოღალატე" უწოდეს.

პრეზიდენტს შეძახილებითვის ყურადღება არ მიუქცევია და თქვა, რომ " გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ...", ამის შემდეგ, კიდევ ერთი რეპლიკა გაისმა - "9 აპრილს მე ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ!"

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მედიასთან ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა არ მოეწონა, თუმცა ამბობს, რომ ზურაბიშვილის მისამართით სიტყვა "მოღალატე" მას არ უხსენებია.

სახელისუფლებ გუნდის წევრი ამბობს, რომ ზურაბიშვილის სიტყვა შეუფერებლი იყო, ამიტომ  თანაგუნდელების ნაწილმა პრეზიდენტის გამოსვლას ტაში არ დაუკრა.

ტექსტი არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს რა თქმულა, მაგრამ  რაც გამოითქვა, არაფერს ჩემთან მიმართებაში, მაგრამ ზუსტად გეუბნებით, რომ არცერთ სიტყვასთან დაკავშირებით რაც ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, ჩვენმა ბევრმა თქვა, სხვათაშორის, ნამდვილად არავითარი პროტესტის ამ სიტყვებთან მიმართ არ გამაჩნია, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო სამართლიანი. უკმაყოფილებას კოლეგებს ვუზიარებდი, ახლა, რამდენად ხმამაღლა გამოვიდა, ტემბრი როგორი მქონდა, ნამდვილა ვერ აღგიწერთ ამას, - თქვა სარჯველაძემ. 

პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილებას არც ირაკლი ქადაგიშვილი მალავს. ის პირდაპირ ამბობს, რომ წამოძახილი მასაც ჰქონდა, თუმცა სიტყვა "მოღალატე" არც მას უხსენებია.  

მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა! ეგ შეიძლება ვიღაცამ თქვა. გავაპროტესტე, იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერებოდა დღევანდდელ ფიცის დადებას, არ შეეფერება საქართველოს,   - ამბობს ქადაგიშვილი.  

პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხელისუფლება მორიგ ჯერზე გააკრიტიკა და მას ბრალი ქვეყნის ევროინტეგრაციის მოსპობაში დასდო. სალომე ზურაბიშვილა "ქართულ ოცნებას" რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები კიდევ ერთხელ გაახსენა და ყურადღება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებაზე გაამახვილა. მან ასევე, ქართველი გმირების,  გიგა ოთხოზორიას და გიორგი ანწუხელიძის ოჯახებს ბოდიში მოუხადა.