რუსთაველზე ევროკავშირის დროშა მაინც აფრიალდა - "ლელომ" ცენტრალურ გამზირზე მსვლელობა მოაწყო
"ქართული ოცნების" ჩანაფიქრი ჩაიშალა. ხელისუფლების ამოცანა, რომ დღევანდელ ზეიმზე ევროკავშირის დროშას არ ეფრიალა, არ შედგა. ის, რაზეც უარი თქვა "ოცნებამ", ოპოზიციამ გააკეთა. ასეულობით ლურჯი დროშა 12 ოქროსფერი ვარსკვლავით თბილისის ცენტრალურ გამზირზე დღეს მაინც ფრიალებდა.
"ლელოს" მასშტაბური მსვლელობა საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშებით უნივესიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო. ეს იყო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსეთის ვასალობას არასდროს შეეგუება.
ევროპას ირჩევს პრეზიდენტის ძმაც. სალომე ზურაბიშვილის ოჯახის წევრი ევროკავშირის დროშით დღეს "ლელოს" მსვლელობაში მონაწილეობდა.
საქართველოს მომავალი ევროპაა - ამ დევიზით დღეს სამოქალაქო აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები რუსთაველზეც მივიდნენ. ყველას ევროკავშირის დროშა ეჭირა ხელში. დააკავეს ერთი პიროვნება, რომელიც რუსთაველზე არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
სამართალდამცველები 26 მაისის ღონისძიების მთავარი ლოკაციისკენ არავის უშვებდნენ. პოლიცია "ოცნებას" იმ ხალხისგან იცავდა, რომელიც ხელისუფლებისთვის საკუთარი ხმის მიწვდენას ცდილობდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.