ხელისუფლების ლუსტრაცია ზურაბიშვილისგან - პრეზიდენტის მწვავე გზავნილებმა "ოცნება" გააღიზიანა
სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას ლუსტრაციის დღე მოუწყო. პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ლავროვის შვილი შეფებთან შეთანმების გარეშე საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა. მან ასევე თქვა, რომ ღირსება რუსეთიდან გამოგზავნილ 200 მილიონზე არ იყიდება, "ოცნებას" კი გმირების ოჯახებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.
პრეზიდენტის ეს გზავნილები მთავრსარდლის ტრიბუნიდან დღეს პრემიერსაც ესმოდა, თუმცა მისი რეაქცია უცნობია, რადგან ტელე-ტრანსლაციის რეჟისორმა პრეზიდენტის სიტყვა ისე გადაიღო, რომ სამთავრო ტრიბუნა კადრში არცერთხელ გამოჩენილა. მათ შორის არც იმ დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის კრიტიკოს პრემიერს გააახსენა, რომ მის შვილს სასწავლებლად თავადვე შტატებში უშვებს.
მთავრობის მიერ საგანგებოდ დაგეგმილი ღონისძიება პრეზიდენტის სიტყვამ თავდაყირა დააყენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ემოციები ვერ დამალეს და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს "მოღალატე" უწოდეს. ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელი შეძახილები სამთავრობო ტრიბუნიდან ტრასლაციის პირდაპირ ეთერშიც ისმოდა.
უმძიმესი ბრალდებების შემდეგ ტრიბუნა ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამართლებას ილიას ციტირებით ცდილობდა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.