მორიგი მძიმე ვერდიქტი "ოცნებას" - ევროპული პარტია საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება

26.05.23 20:42
მორიგი მძიმე ვერდიქტი "ოცნებას" - ევროპული პარტია საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება

ევროპის ერთ-ერთი დიდი და გავლენიანი პარტია საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება. დღეს სტოკჰოლმში  ალდეს ყრილობა გაიხსნა, რომელსაც ევროპის 80-მდე პარტიის წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი მეტი თავისუფლება".

სწორედ "ლელოს" ინიციატივით მომზადდა რეზოლუცია, რომელსაც დელეგატები ხვალ განიხილავენ.  ევროპელი ლიდერების შეფასებებიდან გამომდინარე, დოკუმენტის ტექსტი "ქართული ოცნებისთვის" მძიმე იქნება. 

შოკირებული ვართ რუსეთთან ფრენების აღდგენით - ამ განცხადებას ალდეს ვიცე პრეზიდენტი აკეთებს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯებით საქართველო სანქციებს ვერ გადაურჩება. ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს და საგარეო კურსის რადიკალური ცვლილება უკვე პრაქტიკულად დეკლარირებულია.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები