თავდაცვის მინისტრი იზოლაციაშია - რატომ გაურბის ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს?
თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა. ასე მოინდომა თავად. ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის არცერთი წარმომადგენელი ახლოს არ გაიკარა. ჟურნალისტებს მისმა პრესსამსახურის თანამშრომლებმა მიკროფონები ჩამოართვეს, მინისტრი თავისუფლების მოედნის ცენტრალურ ნაწილში თავად ჩაწერეს, მედია კი ამ ყველაფერს შემოღობილი ტერიტორიიდან უყურებდა.
მინისტრმა მედიასთან სრულად დისტანცირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მიმართ ჟურნალისტებს ერთადერთი კითხვა გაუჩნდათ. საიდან აქვს ჯუანშერ ბურჭულაძის პენსიონერ დედას 30 ათასი დოლარი, რომელიც რძალს აჩუქა? საქმე სავარაუდო დანაშაულს ეხება, რომელიც პრაქტიკად ღარიბაშვილმა აქცია, როცა წლის ბოლოს მინისტრმა ბურჭულაძემ შემოსავლისა და ხარჯის ბალანსი ვერ დასვა, დეკლარაციაში ჩაწერა, რომ დიდი ფული მის ცოლს დედამთილმა აჩუქა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.