რუსული კლუბის ხელმძღვანელი დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე - მთავრობამ წვეულებაზე სვეტინსკი დაპატიჟა
დამოუკიდებლობის დღის სამთავრობო ზეიმზე, რესტორან ანდერვილში საქართველოს მთავრობამ ნიკოლაი სვიტინსკი, საქართველოში რუსული კლუბის ხელმძღვანელი მიიწვია. სვეტინსკი რუსეთის ხელისუფლების და პუტინის მიმართ სიმპათიებს არასდროს მალავს, ის წვეულებაზე ქეთი დოლიძესთან ერთად მივიდა.
იქვეა თემურ აბასოვი - შარდის სკანდალის ფიგურნატი, ადამიანი, რომელამც ივანიშვილის გინების გამო მარნეული მცხოვრებს სახე შარდით დააბანინა.
ხათუნა ხოფერია, ნანა კაკაბაძე, დავით ლორთქიფანიძე - ასეთია სამთავრობო ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრების სია. მთაწმინდაზე, ანდერვილ კლუბში ხალხმრავლობაა. სტუმრების ნაკადი არ წყდება, თუმცა მათ შორის არ არის საქართველოს პრეზიდენტი. დამოუკიდებლობის წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილმა არ დაპატიაჟა.
სამართალდამცველებს რესტორნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ და ჟურნალისტებს მუშაობა შორი მანძილიდან უწევთ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშილის რეპორტაჟში.