ვუყურებ და ვფიქრობ, საერთოდ გაგიჟდნენ თუ რა? - პუტინი საქართველოში გამართულ ანტირუსულ აქციებზე

საქართველოში გამართული საპროტესტო აქციებით, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის მოხსნას მოჰყვა, ვლადიმერ პუტინი გაკვირვებულია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეგონა, რომ აღნიშნული საკითხები თავად საქართველოს ხელისუფლებამ წამოწია, რუსეთმა კი უბრალოდ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა.
გარედან ვუყურებ და ვფიქრობ: საერთოდ გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება იქ? ჩვენ უბრალოდ ნაბიჯი გადავდგით წინ, - თქვა პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ ის მხოლოდ ორი ქვეყნის ხალხების ინტეერსებით ხელმძღვანელობდა.