"გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს" - ზელენსკის მოლოცვა ქართულ ენაზე

27.05.23 10:50
"გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს" - ზელენსკის მოლოცვა ქართულ ენაზე

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოსს - ამ სიტყვებით, ქართულ ენაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მოულოცა. ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალმა მისალოცი სიტყვები ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში წარმოთქვა. 

პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტი, საქართველოს პირველ რიგშიი რუსული ოკუპაციის დასრულებას და გამთლიანებას უსურვებს.

მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუძლეველია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს", - აღნიშნა ზელენსკიმ ქართულ ენაზე.