ხელისუფლების პროევროპულობაში ევროპელ პოლიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ - მკაცრი გზავნილები "ოცნებას"

27.05.23 11:31
ხელისუფლების პროევროპულობაში ევროპელ პოლიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ - მკაცრი გზავნილები "ოცნებას"

პარტია "ლელო" შვედეთშია. სტოკჰოლმში ალდეს სამიტი იმართება. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური თანამებრძლები საამიტზე რეზოლუციას წარადგენენ, რომლითაც კიდევ ერთხელ ევროპელ პარტიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ.

სამიტის პარალელურად, ევროპიდან სულ უფრო მკაცრიი გზავნილები ისმის. ოცნების ხელისუფლების პროევროპულობაში ევროპელ პოლიტიკოსებს ეჭვიი ეპარებათ. 

ყველა მოვლენას საქართველოში ყურადღებით ვაკვირდებით - რუსეთთან ფრენების აღდგენას, რუსული კანონის მიღებას. ეს გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად აჩენს კითხვის ნიშნებს. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, თუ სურთ გააგზავნონ სიგნალო ევროპისკენ და შეასრულონ რეკომენდაციები. ეს იქნება ერთადერთი და მთავარი წარმატება ქვეყნისთვის. ჩვენ დავაწესეთ 12 რეკომენდაცია და გვინდა პროგრესი ამ მიმართულებით. ერთ-ერთი პრიორიტეტია ე.წ. დეოლიგარქიზაცია. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები ძალაუფლების გადანაწილების ნაწილში. მეორე მხრივ, საკითხავია, როგორ უნდა დაძლიოს პოლარიზაცია ამ პოლიტიკური ლანდშაფტისა. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა ეს ეხება ოპოზიციასაც, როგორ იმუშავებენ ერთად ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე" - აცხადებს ევროპელი პოლიტიკოსი.