ირაკლი სესიაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება - კანონპროექტი პარლამენტში

20.05.21 10:43
 ირაკლი სესიაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება - კანონპროექტი პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი სესიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა. 

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტია. 

ავტორი - საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი.

ცნობისთვის, ირაკლი სესიაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. 

 ირაკლი სესიაშვილს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გელა სამხარაული შეცვლის.

ირაკლი სესიაშვილი 2012-2020 წლებში, მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ის მეათე მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები