ბორჯომის ჩამოსხმა შეწყვეტილია - 72 საათია მინერალური წყლების მწარმოებელი გიგანტი არ მუშაობს
"ბორჯომის" ჩამოსხმა შეწყვეტილია - ორივე ქარხანა გაჩერებულია. უკვე 72 საათია მინერალური წყლების მწარმოებელი გიგანტი არ მუშაობს. საწარმოს გაფიცული თანამშრომლები ისევ ქუჩაში დგანან და სამუშაო ადგილებს არ უბრუნდებიან, ქარხნის დირექცია კი დათმობაზე არ მიდის. 500-მდე გაფიცული მუშა ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
მათი მტკიცებით, კომპანიის ადმნინისტრაცია მათ მუქარის შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს ისევ უგზავნის.
შეწყდეს ჩვენი დისკრედიტაცია, მოგვცენ კუთვნილი დასვენება, დაგვიბრუნონ ხელფასები და მოგვიმატონ. კომპანია დღეში 40 000 000 ზარალს განიცდის კომპანია. ჩვენ კი წელიწადში 2-3 მლნ. ლარს ვითხოვდით. თუმცა არ მოდიან შეთანხმებაზე. ეს არის ომი და ჩვენ მზად ვართ"- აცხადებს "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომელი.
გაფიცულები დღეს, 14:00 საათზე კომპანიიდან ავტომობილებით დაიძრებიან და ქალაქის მასშტაბით მსვლელობას მოაწყობვენ.