ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში ენმ-ს შესვლას ელოდება

20.05.21 11:47
ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში ენმ-ს შესვლას ელოდება

რატომ არ ასრულებს ხელისუფლება შარლ მიშელის შეთანხმებას - დოკუმენტის შესაბამისად, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება ოპოზიციის პარლამენტში შესვლიდან ერთ კვირაში უნდა დაწყებულიყო. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხს  ჯერ არ განიხილავენ.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შევლას ასახელებს. 

ჩვენ ველოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ცხადია, თუ ისინი შემოდიან პარლამენტში, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ეს ფაქტორიც და ამიტომ, ჩვენი სურვილია, რომ დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას, რომ შემდეგ უკვე ოპოზიციამ ერთობლივად მიიღოს ეს გადაწყვეტილება, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ამავე აზრს იზიარებს „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძეც. მისი თქმით, „ნაცინალურ მოძრაობას“ პარლამენტში დიდი წარმომადგენლობა ეკუთვნის და მათ გარეშე ამ საკიტხის გადაწყვეტა ოპოზიციის მხრიდან არაკორექტული იქნებოდა. 

ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიადნ, იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, მათ ძალიან დიდი წარმომადგენლობა ეკუთვნით პარლამენტში. ამიტომ, როდესაც ისინი შმეოვლენ პარლამენტში, ამის შემდგომ უნდა განვიხილოთ ეს პუნქტი კონკრეტულად, შარლ მიშელის დოკუემნტის, სხვაგვარად მათ გარეშე ამაზე მსჯელობა არ იქნებოდა კორექტული, - ამბობს აბდრი ჯაფარიძე. 

უხერხულად ეჩვენება პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე საუბარი „სტრატეგია აღმაშენებელსაც“. პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების უფრო მნიშვნელოვანი პუნქტებია შესასრულებელი, მათ შორის, სასამართლო რეფორმა. 

ჩვენთვის ცოტა უხერხულია იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ჩვენ დაგვეწყო თანამდებობებზე, და კომიტეტის თავმჯდომარეებზე ად ამოადგილეებზე საუბარი. მანამდე, სანამ მიღწეული არ არის უფრო პრიორიტეტული საკითხები, სასამართლო და პროკურატურასტანდ აკავშირებული რეფორმა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იყო არასწორი, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოეწერა. დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების კონკრეტულ ვადაში შესრულებაზე აიღო ვალდებულება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპოზიციას სამართავად 5 კომიტეტი უნდა გადაეცეს, თუმცა როგორც ჩანს, შეთანხმების ორივე მხარე ახლა საარჩევნო რეფორმაზეა გადართული. 
 

მსგავსი სიახლეები