ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ანექსიას აანონსებს - "ოცნების" ხელისუფლება დუმს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ანექსიას აანონსებს - პირველი საშიში სიგნალი საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან უკვე წამოვიდა. ე.წ პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მალე სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, ეს კი ყირიმის მოდელის გათამაშება და ანექსიისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.
სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის ეს განცხადება შემთხვევითი ვერ იქნება. ალან გაგლოევი როგორც წესი დამოუკიდებლად არაფერს ლაპარაკობს და ყველა მისი განცხადება მოსკოვთან არის შეთანხმებული. ახლა საინტერესოა, რას დაუპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ გზავნილს?
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია.
რუსეთის ანექსიის გეგმა - გაიგეთ ყველა დეტალი ნატა ქაჯაიას ჩართვიდან