თუ რაიმეა, უწყება ეკლესიასთან თანამშრომლობით გამოასწორებს - წულუკიანი ნინოწმინდაზე

20.05.21 12:57
თუ რაიმეა, უწყება ეკლესიასთან თანამშრომლობით გამოასწორებს - წულუკიანი ნინოწმინდაზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას ამბობს, რომ "პანსიონატში თუ რაიმეა გამოსასწორებელი, შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით".

მინისტრის მტკიცებით, სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში უპრობლემოდ შედიან.

ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით"- თქვა წულუკიანმა. 

მინისტრის თქმით, ის ის ნინოწმინდის პანსიონს არ იცნობს, თუმცა ბათუმში მდებარე მსგავსი დაწესებულების მაგალითზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში არანაირი პრობლემა არ აღმოუჩენია.

მე პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, იქ არცერთი პრობლემა, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არ დამინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება", - თქვა წულუკიანმა. 

სახალხო დამცველი მთავრობას სთხოვს იმსჯელოს საპატარიაქროს ნინო წმინიდს ბავშვთა სახლის ლიცენზიის გაუქმებაზე. ნინო ლომჯარაიას უწყებამ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გაეროს მოთხოვნის მიუხედავად, შემომწბეაზე პანსიონატში არ შეუშვეს. ირკვევა, რომ პანსიონატის აღსაზრდელებს რომელბესაც მეუფე სპირიდონი აკონტრელებს ბავშვებს სკოლაში ზედამხედველის გარეშე არ უშვებენ. 

მსგავსი სიახლეები