რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე, 11 წელია ხელისუფლებაში ხართ, მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ? - ელისაშვილი ოხანაშვილს
რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე, 11 წელია ხელისუფლებაში ხართ. მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ - ასე უპასუხა ალეკო ელისაშვილმა ანრი ოხანაშვილს, რომელმაც მოსკოვთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას აქცენტის გადატანა კვლავ წინა ხელისუფლებაზე სცადა.
"მაშინაც ვაპროტესტებდი ბატონი ანრი, მაშინაც ვაპროტესტებდი სააკაშვილმა ომიდან რამდენიმე დღეში რომ მოუხსნა სავიზო რეჟიმი და დღესაც, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე, 11 წელია ხელისუფლებაში ხართ. მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?!" - თქვა ალეკო ელისაშვილი.
"ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილმა 2008 წლის ომი გაიხსენა და ოპოზიციას ჰკითხა, რომელი თხოვდა მაშინ ვიზების გაუქმებას და ფრენების შეწყვეტას.
"ჩვენ ქვეყანას როდესაც ჰქონდა ომი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები რომ დაეცნენ ბრძოლის ველზე, რომელი გამობრძანდით და რომელი ითხოვდით, რომ უვიზო რეჟიმი არ ყოფილიყო შემოღებული, ფრენები არ ყოფილიყო, სანქციები დაგვეწესებინა" - ანრი ოხანაშვილი.