მასშტაბური პროტესტი სოხუმში - საოკუპაციო რეჟიმმა ქუჩაში ჯარი გამოიყვანა

30.05.23 15:53
მასშტაბური პროტესტი სოხუმში - საოკუპაციო რეჟიმმა ქუჩაში ჯარი გამოიყვანა

სოხუმის ქუჩებში ჯარი გამოიყვანეს. ე.წ. პრეზიდენტის სასახლემდე მისასვლელი ყველა გზა ავტობუსებით ჩახერგეს. სოხუმის ცენტრი სამხედრო მანქანების ალყაშია მოქცეული.

მიზეზი დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციაა. მოქალაქეები რუსეთის მოქალქეებისთვის უძრავი ქონების მიყდვას აპოტესტებენ. მთავარი მოთხოვნაა, არ მიცეთ რუსეთის მოქალქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების დაკანონების უფლება.

მოვუწოდებ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება, დაგვიდექით გვერდში და მიიღეთ მონაწილეობა ამ აქციაში. მე ადრე მოგმართეთ, ერთად შეგვენარჩუნებინა ხელისუფლების განუკითხაობა, რომელიც ჩენი მიწების გაყიდვას უკავშირებოდა, დღეს  ის მომენტია, როცა ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ხელი შევუშალოთ იმას, რომ ჩვენს შვილებს იარაღით ხელში არ უწევდეთ აფხაზეთში ცხოვრების უფლების მოპოვება, რომ აფხაზეთი არ არის ერთი მუჭა ადამიანების გამდიდრების წყარო. გამოდით იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვათ!, - განაცხადა აფხაზეთის ოპოზიციის წევრმა, ვიონორ აშვამ. 

აფხაზი პოლიტიკოსი ასლან ბჟანია ირწმუნება, რომ საკითხი, რომლის განხილვასაც გეგმავენ, მხოლოდ პოზიტიურია და ხალხის პროტესტი გაუგებარია. 

რასაც ვთავაზობთ, ჯერ მიღებული არ არის და არც ისაა ცნობილი, რა სახით იქნება მიღებული. ჩენ საკითხის დეტალურ განხილვას ვთავაზობთ, პლიუსები და მინუსები. ამაში სპეციალისტები არიან ჩართულები და მე ჯერ ვერცერთი მინუსი ვერ დავინახე. მხოლოდ პლიუსებია იმ ანგარიშებში, რომელიც ჩვენთვის მოამზადეს, მაგრამ პარლამენტის პრეროგატივაა მისი მხარდაჭერა, თუმცა უფლება, რომლითაც ჩვენ ვართ აღჭურვილი, არის განხილვა საკითხის და უკვე ეს განხილვაც მოსახლეობის მცირე ნაწილის მხრიდან უარყოფითად არის აღქმული. ისინი ჩვენ გვარტევენ საკითხის განხილვის უფლებას. ამბობენ „არა“ და თან ისე, რომ არც კი გარკვეულან, რა არის ეს, - ამბობს ასლან ბჟანია. 

მასშტაბური აქცია სოხუმში ამ წუთებში იწყება. აქციის მონაწილეები ბიწვინთის ერთი ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ.