სააკაშვილი თავის გზავნილში ხაბეიშვილს და მის გუნდს გულისხმობდა - დარეჯან ცხვიტარია

30.05.23 16:12
სააკაშვილი თავის გზავნილში ხაბეიშვილს და მის გუნდს გულისხმობდა - დარეჯან ცხვიტარია

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი დარეჯან ცხვიტარია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გზავნილის ადრესატი სწორედ ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდია. ცხვიტარია ამბობს, რომ დაპირება, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა, ხაბეიშვილმა არ შეასრულა და ამ საკითხზე საუბარი საერთოდ აღარ არის. 

საერთოდ ახსენებენ? მე არ ვიცი, ყველაფერს ახსენებენ მიხეილ სააკაშვილის გარდა. ასე როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ყველაფერი გაინაღდეს და მემგონი, ამიტომაც არ გახდა აქტუალური თემა ეს. საერთდო დაშალეს ენმ, პოლიტსაბჭო 5 დღეში დაშალა. პირველ რიგში, რის საფუძველზეც მოვიდა ხაბეიშვილი, რომ მიშას გაათავისუფლებდა, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს შესრულებული. მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ხაბეიშვილს მიმართავს და მის მოყვანილ ახალ გუნდს, - ამბობს დარეჯან ცხვიტარია. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მორიგი გზავნილი გაავრცელა, სადაც ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს შეახსენა, რომ საქართველოშ სამკურნალოდ არ ჩამოსულა და მათგან მეტ გამბედაობას ელის.