ძალიან მძიმე წერილი იყო, შემრცხვა ადამიანურად - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გზავნილზე

30.05.23 16:19
ძალიან მძიმე წერილი იყო, შემრცხვა ადამიანურად - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გზავნილზე

"შემრცხვა ადამიანურად", - ასე ეხმიანება "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გზავნილს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ  ყველამ საკუთარ შეცდომას უნდა მიხედოს.

ძალიან მძიმე წერილი იყო, შემრცხვა ადამიანურად, რომ ამ ადამიანს უხდება ამაზე საუბარი. დიახ, ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, უდიდესი მასშტაბის პოლიტიკოსია. ამ კუთხით უნდა ვიაზროვნოთ ყველა პოლიტიკოსმა თუ პოლიტიკანმა. ყველამ თავის შეცდომას მიხედოს. 30 წლის განმავლობაში კისერზე გადაუვათ და ეყოფა ყველა პოლიტიკოსს თავისი შეცდომები, - ამბობს ჩარკვიანი. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მორიგი გზავნილი გაავრცელა, სადაც ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს შეახსენა, რომ საქართველოშ სამკურნალოდ არ ჩამოსულა და მათგან მეტ გამბედაობას ელის.