"საქართველოს პრემიერი, NATO-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს" - ბობ ჰამილტონი
"საქართველოს პრემიერი, NATO-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს"- ასე გამოეხმაურა ამერიკის "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" სამხედრო ექსპერტი, ბობ ჰამილტონი ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.
ჰამილტონის თქმით, რეგიონში უკრაინის შემდეგ საქართველო ამერიკისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს
"საქართველოს პრემიერმინისტრი, NATO-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში, თუმცა უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-საგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს. გამოფხიზლების დროა", - დაწერა ჰამილტონმა.