ღარიბაშვილის ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება, იმედია ზურაბიშვილი სხვა მესიჯებს გააჟღერებს - იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუე უწოდა და იმედი გამოტქვა, რომ ხვალ, ევროპარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი განსხვავებულ მესიჯებს გააჟღერებს.
"ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს. იმედია, ის სხვა მესიჯებს გააჟღერებს" - წერს "Twitter"-ზე იუკნევიჩიენე.
ცნობილია, რომ ხვალ, 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა გახდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში "გლობალსეკის" ფორუმზე ისაუბრა.