რეგიონში ყველგან ღიაა ცა, მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას - მდინარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ვერ ხვდება რატომ უნდა ჩაკეტოს საქართველომ ცა, მაშნ როდესაც რეგიონში ყველგან ღიაა ცაა.
მდინარაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ამით საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, რაც მისი თქმით, ძალიან სარისკოა, რადგან თბილისიდან 30 კილომეტრში რუსის ჯარი დგას.
"სანქციებს ითხოვენ. ეს არის პრაქტიკულად და თეორიულადაც სანქციების მოთხოვნა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, NATO-ს წევრი თურქეთი, კანდიდატის სტატუსით ევროკავშირის, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და მაინც და მაინც ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას. არავინ არ საყვედურობს სხვა ქვეყანას არაფერს, NATO-ს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, ასეთი რისკებია, ასეთი რეალური რისკებია" - ამბობს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.