სასამართლო კლანის ახალი ძალაუფლება - იუსტიციის საბჭო კიდევ 4 მოსამართლე წევრს აირჩევს

20.05.21 13:27
სასამართლო კლანის ახალი ძალაუფლება - იუსტიციის საბჭო კიდევ 4 მოსამართლე წევრს აირჩევს

სასამართლო კლანის ახალი ძალაუფლება - იუსტიციის საბჭო კიდევ 4 მოსამართლე წევრს 6 დღეში აირჩევს.

კონფერენცია საბჭომ 26 მაისს, მოულოდნელად ჩანიშნა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეთა ე.წ კლანი გაძლიერებას მანამდე გეგმავს ვიდრე პარლამენტი სასამართლო რეფორმის შესახებ მსჯელობას დაიწყებს.

შარლ მიშელის დოკუმენტში კი წერია რომ მართლმსაჯულების გაუმჯობესებისთვის იუსტიციის საბჭოს რეფორმაა საჭირო. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კლანი ჩქარობს და ცდილობს გავლენები გაიძლიეროს. რადგან თუ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა დაიწყება, ამის საშუალება მათ არ ექნება. 

ჩინჩალაძე და მისი კლანი ცდილობს მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს ძალაუფლება და წინასწარ დაიჭირონ თადარიგი და რაც შეიძლება მალე აირჩიონ ისეთი წევრები, რომელიც მათ კლანურ იდეებს, კლანურ მმართველობას დაუჭერენ მხარს. 

ისინი ამ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში ინიშნებიან. ვინაიდან გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტმა არამოსამართლე წევრის თანამდებიბაზე დანიშნა ჩინჩალაძის კლანის ერთ-ერთი სახის ნათესავი, ანუ გავლენიანი მოსამართლის ნათესავი. პლუს ამას საბჭოში არის 9 მოსამართლე წევრი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მათ 10 გარანტირებული ხმა აქვთ.პასუხი სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია"- აცხადებს ჯანეზაშვილი. 

გარდა ამისა, დღეს პარლამენტში, ფრაქცია ლელომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.  

მსგავსი სიახლეები