"კანონპროექტი ენმ-ს დაშლის წინაპირობაა" - დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას "ოცნება" მხარს დაუჭერს
ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ინიციატივას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესხებ "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს. საკითხზე კენჭსიყრა დღეს სესიაზეა დაანონსებული.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივის კანონად ქცევა "ნაცმოძრაობის" დაშლის წინაპირობა გახდება.
კანონპროექტი წაახალისებს ნაცმოძრაობის შემდგომ დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით. რაც მეტად დაიშლება საპარლამენტო ფრაქცია ნაცმოძრაობა, მით უკეთესი იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს დავუწერთ, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას, - ამბობს კობახიძე.
"ოცნებისგან" განსხვავებით ინიციატივას მხარს არ უჭერს ენმ. პარტაიში ამბობენ, რომ ამ იდეას "ოცნება" სათავისოდ იყენებს, ამიტომ დეპუტატები კენჭისყრას არ დაესწრებიან.
ძალიან უცნაურია ის ფაქტი და მე მათ შორის, ინიციატორებსაც ძალიან ღიად ვესაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ პირველად ჩვენი 11 წლიანი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში, „ოცნება“ მხარს უჭერს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას, რომლის ინიცირებაც მოახდინა ოპოზიციამ. ენმ-ს მიერ წარდგენილი არცერთ კანონპროექტს არასდროს მსგავის ტიპის მხარდაჭერა არ ჰქონია, - ამბობს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.