"აფხაზეთი არ იყიდება, ბიჭვინთას რუსებს არ დავუთმობთ" - სოხუმში მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო
სოხუმში მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო. ხალხი რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების და აპარატამენტების ყიდვის უფლებას აპროტესტებენ.
"აფხაზეთი არ იყიდება, ბიჭვინთას რუსებს არ დავუთმობთ", - ამ შინაარსის საპროტესტო ბანერები გამოტანილი ოკუპირებული ქალაქის ცენტრში.
ერთ-ერთმა გამომსვლელმა აქციაზე პირდაპირ თქვა, რომ არ სურს გადაშენდნენ და აფხაზეთში უმცირესობა გახდნენ.
რად გვინდა ეს მშვიდობა, თუ გავყიდით საკუთარ სამშბლოს? ჩვენი შვილების მომავალი ძალიან ძვირი ღირს. ეს შეუფასებელია. რასაც აკეთებს მთავრობა, ეს არაფერში ჯდება. აფხაზეთის ისტორიას არ ახსოვს ისეთი სირცხვილი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. არასდროს აფხაზი ხალხი არ ყოფილა შემოხაზული მავთულხლართებით. მავთულხლართებით ჩვენ ვაჩერებდით საქონელს. არ არის ეს სამარცხვინო? ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგს, ჩვენ არ გვინდა გადავშენდეთ, ჩვენ არ გვინდა აფხაზეთში გავხდეთ უმცირესობა, - თქვა გამომსვლელმა.
პუტინის რეჟიმს რუსული ჯარი იცავს. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში სასაზღვრო ნაწილები განათავსეს. თავად რეზიდენცია კი მავთულხლართებით შემორაგეს.