"ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება" - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე

30.05.23 17:28
"ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება" - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე

"ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება"  - ასე ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

"ამბობს პრემიერმინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება," - წერს ყოფილი ელჩი.

ღარიბაშვილმა დღეს ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაა.