ღვინერიას პასუხი პრემიერს - რას ამბობს დიპლომატი, რომლის კითხვამაც ბრატისლავაში ღარიბაშვილი გააღიზაინა
"გლობა სეკის" ფორუმზე პრემიერის თავდასხმას შოთა ღვინერია პასუხობს. დიპლომატი ამბობს, რომ მის მიერ დასმულ კითხვაზე ირაკლი ღარიბაშილის რეაქცია და პასუხი იქ მყოფმა საზოგადოებამ ძალიან ცუდად აღიქვა.
შოთა ღვინერია ასევე ყურაღებას პრემიერის განცხადებაზე ამახვილებს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა გახდა. მისი თქმით, ამით ქვეყნის მეთაურმა, ფაქტობრივად თქვა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იყოს.
იციან, რომ ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მტკივნეული მოსასმენი და ერიდებიან საჯაროდ ამაზე საუბარს ან საერთოდ არ უფიქრიათ და არ აქვთ პასუხი ამ კითხვაზე. ორივე ერთი მეორეზე უარესია, თუმცა ფაქტი, რომ პრემიერმა ვერ შეძლო ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა, ძალიან ცუდად გამოჩნდა და მისი პერსონალური თავდასხმა ჩემზე ძალიან ცუდად იქნა აღქმული იქ დამსწრე საზოგადოების წრიდან. მათთვის ნატო, რომელიც არის გამაღიზიანებელი რუსეთისთვის, არის ის საკითხი, რომელზეც ისინი აღარ ისაუბრებენ იმის გამო, რომ არ გამოიწვიონ რუსეთის გაღიზიანება. პრემიერის დღევანდელმა გზავნილებმა მკაფიოდ დაადასტურა ის, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო არ უნდა იყოს დღის წესრიგის წამყვანი საკითხი, ეს არის არჩევანი ჩვენი ხელისუფლების, - ამბობს დიპლომატი.
შოთა ღვინერიამ პრემიერის ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ხელისუფლება იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობის დათბობით დადგეს, რამაც ღარიბაშვილი გააღიზიანა. პრემიერი დიპლომატს თავს დაესხა და ის პროვოკაციული კითხვების დასმაში დაადანაშაულა.