"ოცნება" პუტინიზმს აღარ მალავს, ივანიშვილის და სხვების სანქცირების დროა! - კინზინგერი

30.05.23 18:19
"ოცნება"  პუტინიზმს აღარ მალავს, ივანიშვილის და სხვების სანქცირების დროა! - კინზინგერი

აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ბრატისლავაში ირაკლი ღრაიბაშილის გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ "ოცნება" პუტინიზმს აღარ მალავს. კინზინგერი ღიად აცხადებს, რომ ახლა ივანიშვილის და სხვების დასანქცირების დროა. 

"ქართული ოცნება" პუტინიზმს უკვე აღარ მალავს. ივანიშვილისა და სხვების სანქცირების დროა. მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს, - ამბობს კინზინგერი. 

"გლობალსეკის" ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერა. პრემიერმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა გახდა.