"ოცნებით" იმედგაცრუებული ევროპა - პრემიერმა ბრატისლავაში ანტიდასავლური გზავნილები გააჟერა
პრემიერის დიდი სკანდალი და "ქართული ოცნებით" საბოლოოდ იმედგაცრუებული ევროპა - ირაკლი ღრაიბაშილის ანტიდასავლურმა გზავნილებმა პარტნიორები შოკში ჩააგდო. ბრატისლავაში "გლობასეკის" ფორუმზე პრემიერმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ კიევს ალიანსის წევრობა უნდოდა.
ღარიბაშვილის რუსულ ნარატივს რამდენიმე წუთში ბრუსელისდან უმძიმესი გამოხმაურებები მოყვა. "ლაპარაკობს მოსკოვი" - ასე შეაფასა პრემიერის გამოსვლა ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარები ტვიტერზე საქართველოს მთავრობის პირველ პირს ერთმანეთის მიყოლებით კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. "რუსეთის რუპორი", "ღარიბაშვილს მოკლე მეხსიერება აქვს", "ლაპარაკობს ღარიბაშვილი-ლაპარკობს მოსკოვი" - სოციალური ქსელი ამ შინაარსის გზავნილებით გადაივსო.
ღიად დეკლარირებული პრორუსული კურსით გაოგნებული დარჩა ის დარბაზიც, სადაც საქართელოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოდიოდა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.