გინება და ჩხუბი პარლამენტში - პარტნიორების დემარში ოპოზიციასა და"ოცნებას" შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა

30.05.23 20:20
გინება და ჩხუბი პარლამენტში - პარტნიორების დემარში ოპოზიციასა და"ოცნებას" შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა

გინება, ჩხუბი, შეურაცხყოფა - ხელისუფლების პრორუსული გზავნილები და პარტნიორების დიპლომატიური დემარში დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი იყო. ოპოზიციამ დარბაზში ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად  გადმოფინა. ფაქტით გაბრაზებულ პარლამენტის თავმჯდომარეს ერთი ნაბიჯი დააკლდა, რომ დეპუტატები დარბაზიდან გაეძევებინა.

ჩვეულ ფორმაში არიან მაგინებლებიც.  ყაველაშვილი ისევ გინების ხასიათზეა. დღეს მიზანში  პაატა მანჯგალაძე ამოიღო. მას შემდეგ, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა იკითხა, რატომ არ გმობს "ოცნება" პუტინის შეურაცხმყოფელ განცხადებებს,  დეპუტატს ყველა მხრიდან "უსამშობლო" და 'მოღალატე" ეძახეს.  

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.