ვინ არის სააკაშვილის წერილის ადრესატი? - ენმ ურთიერთბრალდებების რეჟიმშია

30.05.23 20:33
ვინ არის სააკაშვილის წერილის ადრესატი? - ენმ ურთიერთბრალდებების რეჟიმშია

ვინ არიან სააკაშვილის წერილის ადრესატები? -  "ვივა- მედის" პალატიდან პატიმარი პრეზიდენტის გზავნილს "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნიკა მელიას  ფლანგი დარწმუნებულია, რომ ადრესატი ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდია, რომლის მთავარი დაპირება სააკაშვილის გათავისუფლება იყო.  პარტიის სტაჟიანი წევრები ამბობენ, რომ ხაბეიშვილს ამ დაპირების შესრულებისთვის არაფერი გაუკეთებია, პარტია დაშლის ზღვარზე მიიყვანა, სააკაშვილის საკითხი კი საერთოდ გვერდზე გადადო.

სხვაგვარად ფიქრობს ხაბეიშვილი გუნდი, რომელიც ფიქრობს, რომ როცა სააკაშვილი ბრძოლას ითხოვს, მათ გარდა ყველას გულისხმობს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.