კლანი ძლიერდება - "ოცნება" ჯანეზაშვილის განცხადებას კერძო პირის მოსაზრებას უწოდებს
კლანი ძლიერდება - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის აღნიშნული განცხადება კერძო პირის შეხედულებაა და სასამართლო რეფორმის კრიტერიუმი ვერ გახდება:
ნაზი ჯანეზაშვილის, ერთი კონკრეტული ადამიანის შეხედულება, რა თქმა უნდა გარკვეულწილად საყურადღებოა, მაგრამ კრიტერიუმი ვერ გახდება მთლიანად იმ რეფორმისა რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს. რაც წერია შეთანხმების დოკუმენტში, ეს ყველაფერი შესრულდება. ამის გარანტია საქართველოს ხელისუფლებაა.
იუსტიციის საბჭო კიდევ 4 მოსამართლე წევრს 6 დღეში აირჩევს.
კონფერენცია საბჭომ 26 მაისს, მოულოდნელად ჩანიშნა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეთა ე.წ კლანი გაძლიერებას მანამდე გეგმავს ვიდრე პარლამენტი სასამართლო რეფორმის შესახებ მსჯელობას დაიწყებს.
შარლ მიშელის დოკუმენტში კი წერია რომ მართლმსაჯულების გაუმჯობესებისთვის იუსტიციის საბჭოს რეფორმაა საჭირო.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კლანი ჩქარობს და ცდილობს გავლენები გაიძლიეროს. რადგან თუ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა დაიწყება, ამის საშუალება მათ არ ექნება.