"საჭიროა მეტი პროგრესი" - პრეზიდენტი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

30.05.23 20:18
"საჭიროა მეტი პროგრესი" - პრეზიდენტი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

ბრატისლავაში პრემიერის მძიმე განცხადებების პარალელურად ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტი მიმდინარეობდა. ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. "საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე" - ეს გზავნილები ჰქონდა დღეს შარლ მიშელს საქართელოს ხელისუფლების მისამართით. 

 ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ბრიუსელში ხვალ იწყება. ახლა ყველას აინტერესებს, რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

ერთხელ უკვე ჩაშლილი გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის სიტყვას განსაკუთრებით ელოდებიან ბრუსელშიც და თბილისშიც. უკვე მეორე დღეა ზურაბიშვილზე "ქართული ოცნების" შტურმი მიმდინარეობს. ემუქრებიან და აშანტაჟებენ.  ხელისუფლება    ზურაბიშვილს თბილისიდან აფრთხილებს, რომ  ნიკა გვარამიას შეწყალება არ გაბედოს.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაასრულა  კიდევ ერთი  შეხვედრა  ევროკომისიის პრეზიდენტთან.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.