NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებს - POLITICO
NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებს - ამ სათაურიტ სტატიას POLITICO აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსულ ნარატივს იმეორებს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხაებები განცხადებები ცხადყოფს, რომ ქვეყანა ასავლეთს შორდება.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო, უკრაინის სურვილი, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
2022 წლის თებერვალში უკრაინაზე ყოვლისმომცველი თავდასხმის ბრძანების გაცემამდე, დასავლური ჯარების მხრიდან რუსეთის საზღვრების დარღვევა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნარატივის მთავარი ნაწილი იყო", - ნათქვამია სტატიაში.