რა წინაპირობა წაუყენეს სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში - ევროსაბჭო განცხადებას ავრცელებს

30.05.23 20:18
რა წინაპირობა წაუყენეს სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში - ევროსაბჭო განცხადებას ავრცელებს

რა წინაპირობა წაუყენეს სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მისაღებად - სპეციალურ განცხადებას ევროპული საბჭო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დახურულ კარს მიღმა შეხედრაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს უთხრა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის, მედიის თავისუფლების, დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის კუთხით მეტი პროგრესია საჭირო. შარმ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტში სიღრმისეულის სტრუქტურული რეფორმებისთვის უმრავლესობის გაძლიერებული მხარდაჭერა იყო საჭირო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა მიშელმა  საქართველოს პრეზიდენტის როლს საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერაში მაღალი შეფასება მისცა.