თუ ვინმე დასასანქცირებელია, ეს ბანკირები და საბანკო სექტორია - დავით ჭიჭინაძე

31.05.23 11:02
თუ ვინმე დასასანქცირებელია, ეს ბანკირები და საბანკო სექტორია - დავით ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერი   ბანკირების დასანქცირებას ითხოვს. დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში ვინმე  კანონს არღვევს და ხალხს ძარცვავს, სწორედ საბანკო სექტორია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლებასთან. მისი თქმით, ხალხის სახლებიდან გაყრა და გაზრდილი პროცენტებით გატყავება დასავლეთის სტანდარტი არ არის. 

ამ ქვეყანაში თუ რამეა ანტიდასავლური, თუ ვინმე არღვევს ყველანაირ კანონს და უმოწყალოდ ძარცვავს ხალხს, ეს  საბანკო სექტორი და ბანკებია. ხელისუფლებაც ხომ  სწორედ მათი მეშვეობით ფლობს ყველაფერს და იმონებს ადამიანებს, რადგან ჩვენში ცალკე ბიზნესი და ცალკე ხელისუფლება უბრალოდ არ  არსებობს. ამიტომ,  საქართველოში თუ ვინმე არის დასასანქცირებელი, ეს ერთ-ერთი პირველი ბანკირები და საბანკო სექტორია.
ევროკავშირშიც ხომ იმიტომ გვინდა, ჩვენი ცხოვრების დონემ რომ აიწიოს.
ხალხის სახლებიდან გამოყრა, ადამიანების ამხელა პროცენტებით გატყავება კი, დასავლური სტანდარტი ნამდვილად არ არის.
ხოდა დაიწყონ თუნდაც ბანკებით. მითუმეტეს რომ, ამ შემთხვევაში ავტომატურად ჩინოვნიკების დასანქცირებაც მოხდება,- ამბობს ჭიჭინაძე.