სკანდალური განცხადებების შემდეგ პრემიერი საქართველოშია - ღარიბაშვილი პოლიციის აღლუმს ესწრება

31.05.23 11:17
სკანდალური განცხადებების შემდეგ პრემიერი საქართველოშია - ღარიბაშვილი პოლიციის აღლუმს ესწრება

საკანდალური განცხადებების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში დაბრუნდა.  ამ წუთებში პრემიერი პოლიციის აღლუმს ესწრება. ღონსიძიების დაწყებამდე მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, ნიშნავდა თუ არა ბრატისლავაში პრემიერის გზავნილი ნატოზე უარს, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი  უკრაინის ნატოს გაწევრიანების განზრახვა გახდა.

"პირველები" პასუხების მიღებას მინისტრთა კაბიონეტისგანაც შეეცადა. კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

დამშვიდდით, დაწყნარდეთ, - თქვა წულუკიანმა.

"ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძე კი თქვა, რომ პრემიერმა "გლობასეკის" ფორუმზე მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. რაც შეეხება რუსეთის აგრესიის მიზეზებ, სარჯველაძე ამტკიცებს, რომ მსგავის განცხადებები მსოფლიოს სხვა გამორჩეულ ლიდერებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ. 

პრემიერ-მინისტრმა ახსნა, სხვათაშორის, ის ერთ-ერთი ახსნა, რომელიც არა მხოლოდ მას აქვს ახსნილი, ზუსტად იგივე მოტივაცია, რაც შეიძლება ყოფილიყო რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი, არამედ ამავდროულად, ამაზე საუბრობდნენ მსოფლიოს არაერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, დიდი მოხელე, მაგალითად სტოლტენბერგს აქვს, მე რასაც ვიხსენებ, საუბარი ამაზე. აქცენტები იყო უაღრესად დიდი მნიშველობის, - თქვა სარჯველაძემ.

გუშინ ევროპელმა პოლიტიკსოებმა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის რუუპორად გამოცხადეს. საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ჩრდილო-ატალნტიკური ალიანსი, რომლის წევრობისკენაც საქრთველო  ისწარფის, პრატქიკულად, უკრაინაში  ომის პროვოცირებასი დაადანაშუალა.