პრემიერმა მტრული და ანტიეროვნული განცხადებები გააკეთა - გრიგოლ გეგელია

31.05.23 11:25
პრემიერმა მტრული და ანტიეროვნული განცხადებები გააკეთა - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ბრატისლავაში პრემიერის სიტყვას ანტიქართულს და ანტიეროვნულს უწოდებს. საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშილის განცახდებას, სადაც მან თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზარხვა გახდა.

გეგელია ამბობს, რომ ღარიბაშვილმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე კრემლის რიტორიკა გაიმეორა, რაც სამარცხვინოა. 

ეს არის ცალსახად მტრული, ანტიქართული და ანტიეროვნული განცხადება, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა კრემლის პოლიტიკურ რიტორიკას, რადგან დღეს მხოლოდ მსოფლიოში კრემლი ამბობს, რომ უკრაინაში კონფლიქტი წარმოიშვა იმიტომ, რომ ნატო და უკრაინა იქცეოდა აგრესიულად და რუსეთის ეროვნულ ინტერესს აყენებდა საფრთხის ქვეშ, სხვა დედამიწის ზურგზე არავინ აღარ ამბობს ამ სამარცხვინო სიბეცეს, რაც თქვა პრემიერ მინისტრმა,  - ამბობს გრიგოლ გეგელია.