ღარიბაშვილმა სამიტზე პუტინის ელჩობა იკისრა - სერგო ჩიხლაძე
ღარიბაშილმა უსაფრთხოების სამიტზე პუტინის ელჩობა იკისრა, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე პრემიერის ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლას. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმა საერთაშორის ტრიბუნა რუსული გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენა
ღარიბაშვილი ამ სამიტზე მოგვევლინა, როგორც რუსეთის ფედერაციის ელჩი, მან იკისრა პუტინის ელჩობა იმიტომ, რომ რუსეთს არ იწვევენ ამ ფორუმებზე და უკვე ერთი კვირის განმავლობაში, მეორე ფორუმი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა რუსული გზავნილების გასაჟღერებლად, ანუ პუტინის ემისრობა შეითავსა ღარიბაშვილმა, - თქვა სერგო ჩიხლაძემ.
"გლობალსეკის" საერთაშორისო ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი გახდა.