ღარიბაშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა - ვოლსკი
"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ბრატისლავაში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სწორი გზავნილები გააჟღერა. გიორგი ვოლსკი ღარიბაშვილის მსგავსად იმეორებს, რომ რუსეთის აგრესიას თავისი პოლიტიკური მიზეზები აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა, რუსეთის ფედერაცია არის აგრესიული და ამ აგრესიას იგი ამართლებს თავისი პოლიტიკური შეხედულებებით. რასაკვირველია ამ თემასთან დაკავშირებით მეტი ყურადღება მართებდა, როგორც 2008 წელში, ისე 2014 წელში, შეიძლება უფრო ადრეც, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, - ამბობს გია ვოლსკი.
"გლობალსეკის" საერთაშორისო ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი გახდა.