პრემიერმა საერთაშორისო პლატფორმაზე თავი ღირსეულად წარმოაჩინა - რატი იონათამიშვილი
დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი ირწმუნება, რომ პრემიერმა საერთაშორისო პლატფორმაზე თავი ღირსეულად წარმოაჩინა. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლები რადიკალური ოპოზიციის "მზაკვრულ გეგმებს", საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, ზიანს აყენებს.
პრემიერი როგორც სახელმწიფოს ლიდერი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და ცხადია, არავის უნდა უკვირდეს, რომ ყოველ ჯერზე რადიკალურ ოპოზიციას აქვს პანიკა, ვინაიდან ეს მათ მზაკვრულ გეგმებს, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდება, ცხადია სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, ჩვენ ამ რადიკალებისგან სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რაც მთავარი არის, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებული არის, რომ გვყავს ლიდერი, რომელიც ჩვენის ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს იცავს, - ამბოლბს რატი იონათამიშვილი.