ასელის საქმე - ტრეფიკინგში დადანაშაულებული მურად მეირბეგოვის ახლო მეგობარი შესაძლოა დააკავონ

20.05.21 13:53
ასელის საქმე  - ტრეფიკინგში დადანაშაულებული მურად მეირბეგოვის ახლო მეგობარი შესაძლოა დააკავონ

ყაზახი გოგოს ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე მთავარ მოწმეს აიდოს შაივერდინოვს ყაზახეთშიც გამოკითხავენ.

შაივერდინოვმა ჩვენება ყაზახ გამომძიებლებს გუშინ თბილისში, პოლიციის განყოფილებაშიც მისცა. 

"პირველების" ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა რომ ის ყაზახეთშიც დამატებით უნდა გამოიკითხოს.

აიდოს შაივერდინოვი აისელ აიტფაევას საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმე და ტრეფიკინგში დადანაშაულებული მურად მეირბეგოვის ახლო მეგობარია. შაივერდინოვის სახელზეა რეგისტრირებული კომპანია, სადაც ყაზახი გოგონა და ბრალდებულები მუშაობდნენ.

არ არის გამორიცხული მას ყაზახეთში გამოკითხვის შემდეგ მოწმის სტატუსი ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულის სტატუსით შეეცვალოს. 

მსგავსი სიახლეები