ვიმედოვნებ, ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამს - ბესელია
მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტს ეხმიანება. ბესელია იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ საჯარო გამოსვლით შემოიფარგლება, არამედ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო ქმედით ნაბიჯებსაც გადადგამს.
ყველა სათქმელი არის უკვე გაჟღერებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა უნდა ამ ყველაფერს ყურის დაგდება. ეს ეხება როგორც მართლმსაჯულების სისტემის რეალურ რეფორმას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში იმ კრიტიკულ შენიშვნებს, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა, შემდეგი ნაბიჯები არა მხოლოდ საჯარო გამოსვლებიც, არამედ კონკრეტული, რაც მას შეუძლია რომ გააკეთოს ამ პროცესში, მე იმედს ვიტოვებ, რომ ის ამას გააკეთებს. არ გამოვრიცხავ (შეწყალებას), - ამბობს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურბიაშილის ევროპარლამენტში სიტყვით წარდგება.