დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას ნიშნავს - იაგო ხვიჩია

31.05.23 12:14
დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას ნიშნავს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ბრიუსელიდან დასავლელი პარტნიორების გზავნილებს ეხმიანება  და ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია პირდაპირ "ოცნების" ცვლილებას ნიშნავს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა ხალხ სუნდა აუხსნან, რა იქნება ივანიშვილის შემდეგ.

დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია ერთი ერთში ემსგავსება სიტყვებს -  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება. იმიტომ, რომ მე რასაც ვუყურებ, „ქართული ოცნების“ პირპობებში ამის მიღწევა რთულია და ეს ნელ-ნელა გასაგები ხდება ჩვენი პარტნიორებისთვისაც. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავერთოთ იმ რეალობაში, როდესაც ქართველ ხალხს ვეუბნებოდეთ, თუ რა იქნება ივანიშვილის შემდეგ, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

ევროსაბჭოს გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ყველა ის წინაპირობა ჩამოთვალა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.