ირაკლი კობახიძე არც პოლიციის აღლუმზე მივიდა - რატომ არ ჩნდება "ოცნების" ბოსი პრემიერის გვერდით?
ირაკლი კობახიძე პოლიციის აღლუმზე არ მივიდა. 26 მაისის შემდეგ ეს უკვე მეორე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც კობახიძემ დემარში გამოუცხადა.
26 მაისის აღლუმის პარალელურად კობახიძე აუზზე ირუჯებდა, ამ წუთებში კი ის პარლამენტშია, თუმცა პოლიტკური კულუარებში უკვე გაჩნდა ვერსია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი პრემიერთან ერთად ღონისძიებებზე არ დადის. მიზეზი კი მათ შორის არსებული მწვავე დაპირისპირებაა.
აღლუმზე კობახიძის არყოფნასტან დაკავშირებით "პირველებმა" კითხვა დღავანდელი ღონისძიების მთავარ მასპინძელს, შს მინისტრ დაუსვა. ვახტანგ გომალაური ამბობს, რომ "ოცნების" თავმდჯომარე ღონისძიებაზე არ დაუპატიჟია.
შარშან არ ვიცი იოყო თუ არა, მაგრმა წელს არ დაგვიპატიჟია. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. ხომ არ მოგიყვებით? სხვებიც არ იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები, ზოგს არ ეცალა, სხვაგან იყო. არ ბრძანდებოდა, ვთქვათ, არ შეეძლო მოსვლა, - ამბობს გომელაური.
იგივე კითხვა "პირველებმა" არჩილ თალაკვაძესაც დაუსვა, თუმცა მან კითხვას თავი აარიდა.
რა საოცარი კითხვები გაქვთ? მიხარია, რომ კარგ ხასიათზე ხართ. ეს ნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება და საქმიანობა არის დაცული, - თქვა თალაკვაძემ.