ზურაბიშვილის მხრიდან ევროპარლამენტში კრიტიკულ განცხადებებს არ გამოვრიცხავთ - მიხეილ სარჯველაძე

31.05.23 13:45
ზურაბიშვილის მხრიდან ევროპარლამენტში კრიტიკულ განცხადებებს არ გამოვრიცხავთ - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი ტრიბუნა ხელისუფლების გასაკრიტიკებლად გამოიყენოს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტისგან ხელისუფლების კრიტიკის მოტივაცია ისედაც ყოველთვის იგრძნობა.

"კრიტიკას რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ, იმიტომ, რომ აშკარად იგრძნობა მოტივაცია პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკული განცხადებების კეთების ხელისუფლების მიმართ" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს 13 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის დროით ზუსტად 17:00 საათზე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იწყება.