ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხევა - პრემიერმა საქართველო-რუსეთის საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა

31.05.23 13:01
ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხევა - პრემიერმა საქართველო-რუსეთის საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხევა. პრემიერმა საქართველო-რუსეთის საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა. ბრატისლავას ფორუმზე ღარიბაშვილმა  თქვა, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან 600 კილომეტრი. არადა ოფიცილური მონაცემებით რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული საქართველოს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან 894 კილომეტრია.

რას ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება? - კარტოგრაფი ივერი მელაშვილი ამბობს, რომ პრემიერის მხრიდან, ეს არის არაკორექტული და საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება.

"რუსეთს შორის არის დაახლოებით 900 კილომეტრი, შესაბამისად 600 კილომეტრი, მე ვფიქრობ არ შეიძლება რომ ამისთანა ინფორმაცია სასაზღვრო უწყებას მიეწოდებინა. შესაბამისად არ ვიცი საიდან მიიღო ეს ინფორმაცია პრემიერმა, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს არა საქართველოს არამოსურნე ხელისუფლებამ ან ვიღაცამ მოუმზადა ეს ინფორმაცია. 600 კილომეტრი, ეს ჩათვალეთ, რომ რას ნიშნავს 600 კილომეტრი გვაქვს რუსეთთან საზღვარი. ესეიგი ვაკლებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თუ როგორ, რა არის ამდენად ეს პრემიერის მხრიდან არ ვიცი ეს შეგნებულად არის შეუგნებლად არის, მაგრამ არის ძალიან არაკორექტული და საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება" - განაცხადა ივერი მელაშვილმა.