რამდენი კილომეტრია საქართველო-რუსეთის საზღვარი? - ბრეგაძე პრემიერს გადაეფარა

31.05.23 13:20
რამდენი კილომეტრია საქართველო-რუსეთის საზღვარი? - ბრეგაძე პრემიერს გადაეფარა

"რა მნიშვნელობა აქვს" - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას  - რამდენი კილომეტრია საქართველო-რუსეთის საზღვარი. 

იუსტიციის მინისტრი პრემიერის გაკეთებულ განცხადებას ბრატისლავაში, რომელმაც საქართველო-რუსეთის საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა, მოგონილ ტყუილს უწოდებს.

პრემიერი არათუ საქართველოს ისტორიის დამახინჯებას ცდილობს, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღდგენილ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ის, რაც თქვენ თქვით, იყო ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოსდა პრემიერმა საკუთარი განაცხადებით ამორიცხა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან სამაჩაბლო და აფხაზეთი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რასაც თქვენ ადამიანს აბრალებთ". - ამბობს ბრეგაძე.

კითხვაზე, ნატოს პოლიტიკის გამო დაიწყო თუ არა უკრაინაში ომი? - რატი ბრეგაძე პასუხობს, რომ პრემიერს ასეთი რამ არ უთქვამს და კონტექსტიდან ამოვარდნის მცდელობას აქვს ადგილი.

თქვენ კონტექსტიდან ნუ იღებთ პრემიერის ნათქვამს. სრული კონტექსტი ნახეთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, მათ შორის, გაკეთდა ყველაზე მეტი, თუკი რამე გაკეთებულა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის". - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხევა. პრემიერმა საქართველო-რუსეთის საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა. ბრატისლავას ფორუმზე ღარიბაშვილმა  თქვა, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან 600 კილომეტრი. არადა ოფიცილური მონაცემებით რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული საქართველოს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან 894 კილომეტრია.