რატომ არ დადის "ოცნების" თავმჯდომარე ცერემონიულ ღონისძებებზე? - კობახიძის განმარტება

31.05.23 13:24
რატომ არ დადის "ოცნების" თავმჯდომარე ცერემონიულ ღონისძებებზე? - კობახიძის განმარტება

რატომ არ დადის "ოცნების" თავმჯდომარე ცერემონიულ ღონისძებებზე? - ირაკლი კობახიძე განმარტებებს აკეთებს. "ოცნების" ბოსი ირწმუნება, რომ მსგავს ღონისძიებებს არა პარტიული, არამედ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობების პირები უნდა ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ პრემიერთან დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და ეს მარტივი სპეკულაციაა. 

არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეს არის ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობების პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე არც წელს, არც შარშან არც ერთ და არც მეორე შემთხვევაშ არ ვესწრებოდი ამ ცერემონიულ ღონისძებას. ეს არის უმარტივესი სპეკულაცია. რეალურად, მე და ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენ გვაქვს ყოველღიური კომუნიკაცია სხვა და სხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე როგორც ტელეფონით ასევე ფიზიკური შეხვედრების სახით, - ამბობს კობახიძე.  

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე 26 მაისი ღონიძების მსგავსად არც პოლიციის აღლუმზე მივიდა.